Accessibility links

logo-print

დამასკში აფეთქებამ დაანგრია სამხედრო ადმინისტრაციის შენობა


სირიელი აქტივისტების ცნობით, დამასკში ბომბის აფეთქების შედეგად დაინგრა სამხედრო ადმინისტრაციის ერთ-ერთი შენობა. ჯერ არაფერს იუწყებიან მსხვერპლის რაოდენობაზე. ლონდონში დაფუძნებულ სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, შენობაში განთავსებული იყო სამხედრო ადმინისტრაციის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია დაღუპული ჯარისკაცების შვილების სასკოლო განათლებაზე. გუშინ სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, ლახდარ ბრაჰიმიმ განუცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ სირიაში ვითარება სულ უფრო უარესდება. ამ ქვეყანაში თვეებია, გრძელდება დაპირისპირება შეიარაღებულ მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარებს შორის.
XS
SM
MD
LG