Accessibility links

logo-print

პოლიციამ დააკავა ”ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი


პოლიციის მიერ დაკავებულია კოალიცია ”ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი. კოალიციის ინფორმაციით, დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში დააკავეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის უკვე მეოთხე წევრი ზაქარია გაგნიაშვილი. თავად თინა ხიდაშელმა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ დაკავებულია საგარეჯოს საოლქო კომისიაში ”ქართული ოცნების” ორი წევრიც ნატიკ რასულოვი და ივანით ალიევი. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ღამით ხაშურის პოლიციამ დააკავა "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი კოორდინატორი ზურაბ ჭარხალაშვილი, რომელსაც ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში ედება. ამავე ბრალდებებით მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კოალიციის 5 აქტივისტს თიანეთის რაიონიდან 25- და 27-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ”ქართული ოცნების” ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავებულია მისი 20-ზე მეტი წევრი და მხარდამჭერი, რასაც კოალიცია პოლიტიკურ დევნად აფასებს.
XS
SM
MD
LG