Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლაბორატორია 1918"-ის წევრი სასამართლომ 400 ლარით დააჯარიმა


სტუდენტების საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ინიციატორი ალექსანდრე ცაგარელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 400 ლარით დააჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლომ. სტუდენტური გაერთიანების "ლაბორატორია 1918"-ის წევრი თბილისში გასულ ღამით დააკავეს, რის შესახებაც ოფიციალური ინფორმაცია მხოლოდ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა საქართველოს შსს-მ. მისი განცხადებით, ალესანდრე ცაგარელმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თავად ცაგარელმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ბრალდება ყველაზე ნაკლებად მის მიმართ უნდა ყოფილიყო, რადგან მუდმივად ცდილობს აქციების მონაწილეთა შორის სიმშვიდის და წესრიგის უზრუნველყოფას, რისთვისაც მადლობა პატრულის თანამშრომლებისგანაც კი მიუღია. ალექსანდრე ცაგარელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, მოსამართლემ გაიზიარა ჩვენებები მხოლოდ იმ პოლიციელებისა, რომლებმაც ალექსანდრე ცაგარელი დააკავეს და უარი თქვა დაეკითხა ფაქტის უშუალო მოწმეები და გაცნობოდა ჭავჭავაძის გამზირზე, დაკავების ადგილის მახლობლად დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერს.
XS
SM
MD
LG