Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოითხოვს ფოტორეპორტიორების საქმის ხელახალ გამოძიებას


ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს და საფუძვლად ასახელებს ერთ-ერთი მათგანის, გიორგი აბდალაძის ინტერვიუს გაზეთ ”ქრონიკასთან.” ორგანიზაციის განცხადებით, ”აბდალაძის ინტერვიუმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტებს უფრო მეტად მოჰფინა ნათელი და ინტერვიუდან ასევე ცნობილი გახდა, რომ ვიდეოაღიარება იძულებითაა მიღებული. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აღნიშნავს, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მოვლენების განვითარების დროს ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას და მოითხოვდა ჟურნალისტების გათავისუფლებას. ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ახლად აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG