Accessibility links

დაკავებულია პატიმრების წამებაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი


დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია პატიმრების წამებაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი, გლდანის მე-8 საპყრობილის კონტროლიორი. დღესვე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა განაცხადა, რომ გამოვლენილია საპატიმროებში წამების და სასტიკი მოპყრობის სხვა მეთოდებიც და არა მხოლოდ ის, რასაც საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალა ასახვდა. გიორგი ტუღუშმა საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ყველა მსგავსი ფაქტის გამოსავლენად დაწყებული მუშაობის შედეგად უკვე მოპოვებულია გარკვეული მტკიცებულებები და ყველა პირი პასუხს აგებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 10 დღეში დაკომპლექტდება ფართო მანდატით აღჭურვილი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც სასჯელაღასრულების დაწესებულებებში ბოლო წლებში მომხდარ ყველა ფაქტს გამოიძიებს. ტუღუშის განმარტებით, უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჯგუფში იმუშავებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტის, მთავრობის და პროკურატურის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG