Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, იუსტიციის სახლთან შეწყდა შიმშილობის აქცია


თბილისში,იუსტიციის სახლთან შეწყდა შიმშილობის აქცია, რომელიც 21 სექტემბერს დაიწყეს ახალგაზრდებმა, პატიმრების წამების გასაპროტესტებლად. კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, უჩა კანდელაკის განცხადებით, მოშიმშილეები აპირებენ, მიმართონ უფრო აქტიურ ქმედებას და შეუერთდნენ ახალგაზრდულ მოძრაობებს. სამშაბათს თბილისში ისევ განახლდა სტუდენტების აქციები, რომლებზეც პროტესტს გამოთქვამენ პატიმართა წამების ფაქტების გამო.
XS
SM
MD
LG