Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჟისორი გიორგი ხაინდრავა დაკითხვაზე დაიბარეს


საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გიორგი ხაინდრავა დაკითხვაზე დაიბარეს საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე პროკურატურამ გაავრცელა გოგა ხაინდრავას „კანონიერ ქურდებთან“ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა. ეს მასალა უკავშირდება ბრალდებას ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და უცხოეთში მყოფ კანონიერ ქურდებს შორის შეთანხმების შესახებ. ვიდეომასალაში ჩანს სწორედ გიორგი ხაინდრავა. საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ქართულმა მხარემ რამდენიმე კვირის წინ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც ეხება საქართველოს უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. „ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და „მხედრიონის“ მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას“, განაცხადა ზოდელავამ და დასძინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას.
XS
SM
MD
LG