Accessibility links

ობამა გმობს მთავარ პოლიტიკურ პრინციპად ანტიდასავლური განწყობის გამოყენებას


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას აზრით, დროა, იზოლაციაში მოაქცნენ ისინი, ვინც ამერიკის, დასავლეთის, ან ისრაელის სიძულვილს იყენებს მთავარ პოლიტიკურ პრინციპად. ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკაში გადაღებული ფილმი, რომელსაც საპროტესტო აქციები და ძალადობა მოჰყვა მუსლიმურ სამყაროში, არის შეურაცხყოფა არა მარტო მულისმებისათვის, არამედ ამერიკისთვისაც. მაგრამ ბოლო ორი კვირის ანტიამერიკული ძალადობა არის არა მარტო თავდასხმა ამერიკის წინააღმდეგ, არამედ იმ იდეალების წინააღმდეგაც, რომლებსაც ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. აშშ-ის პრეზიდენტი შეეხო ზოგ სხვა საკითხსაც, მათ შორის სირიის კონფლიქტს და განაცხადა, რომ „ბოლო უნდა მოეღოს“ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს.
XS
SM
MD
LG