Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტმა დაგმო ანტი-ისლამური ფილმი


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ დაგმო ინტერნეტით გავრცელებული ანტი-ისლამური ვიდეო-ფილმი და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა ”ასეთი აქტების კრიმინალიზაციისკენ”. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა მუსულმანურ ქვეყნებში მიმდინარე ანტი-ამერიკული ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ სამშაბათს მოითხოვა კანონით აიკრძალოს ”ისლამოფობია” ისევე, როგორც ზოგიერთ ქვეყანაში იკრძალება ანტისემიტური გამონათქვამები და ჰოლოკოსტის უარყოფა. ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამად მორსიმ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობასაც, განსაკუთრებით, როცა საფრთხე ექმნება მშვიდობასა და სტაბილურობას.
XS
SM
MD
LG