Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია: დამასკში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია


სირიის ინფორმაციის მინისტრის ცნობით, დამასკში მდებარე გენერალური შტაბის შენობასთან მომხდარი აფეთქებების შედეგად არავინ დაღუპულა. ამასთან ომრან ალ ზოჰბიმ აღნიშნა, რომ აფეთქების ადგილას იმყოფებოდნენ შეიარაღებული ტერორისტები. რითაც სირიის ხელისუფლებას იმის ხაზგასმა სურს, რომ ტერაქტი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანული ჯგუფის ნახელავია. ორი აფეთქება ოთხშაბათს დამასკის ცენტრში მდებარე უმაიადის ბულვარში მოხდა, რომლის გარშემოც რამდენიმე სამთავრობო ოფისია განლაგებული. ლონდიონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, აფეთქებები 15 წუთის ინტერვალით მოხდა, რასაც მოჰყვა ინტენსიური სროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან.
XS
SM
MD
LG