Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს განცხადებას არჩევნებში პატიმრების მონაწილეობაზე


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო აცხადებს, რომ ”საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული”. ამ პატიმრების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სამინისტრო მოუწოდებს პატიმართა ოჯახის წევრებს: ”პატიმრის განთავსების დაწესებულებებში არაუგვიანეს 2012 წლის 28 სექტემბრისა, წარმოადგინონ პატიმართა პირადობის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია: 1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; 2. ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამავდროულად, თუ პატიმარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირია – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოთ დევნილის მოწმობა”.
XS
SM
MD
LG