Accessibility links

logo-print

კალაძე შსს-ს სატელეფონო საუბრებს „სისულელეს“ უწოდებს


ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი კახი კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალებს სისულელეს უწოდებს. როგორც კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" განუცხადა, ის ქურდებს ნამდვილად იცნობს, თუმცა ისინი მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილია. 26 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა, სადაც, გამოძიების თქმით, კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. ამასთან დაკავშირებით სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა და მედიას გადაეცა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომერს, კახი კალაძეს ეხება და ვლინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან და მათთან ახლო კავშირები", - აცხადებენ შსს-ში. სამინისტროს ცნობით, ასევე ერთ-ერთი მასალა "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძისა ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას გარიგების დეტალებს ეხება. კერძოდ, შსს-ს ცნობით, სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს. გუბაზ სანიკიძემ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს შსს-ს „ფაბრიკაცია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG