Accessibility links

logo-print

ზურაბ ჟვანიას ქვრივი მეუღლის სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა


ლოგიკურია ის ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი უკავშირდება სწორედ ახალაიას, ალანიასა და მელნიკოვს, - ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ქვრივი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა. შსს-ს აღნიშნული მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში. „არ გამოვრიცხავ, რომ ამის დამადასტურებელი რაიმე მასალები ნამდვილად არსებობდეს. დღემდე ძალიან ბევრი მოვითმინე", - აცხადებს ქადაგიძე-ჟვანია. ქადაგიძის განმარტებით, სიმართლის დასადგენად ბრძოლა იმის გამო შეწყვიტა, რომ მისი შვილებისა და პირადად მისი სიცოცხლე სასწორზე იდო.
XS
SM
MD
LG