Accessibility links

logo-print

ოლანდი სირიის ზოგიერთი რაიონის დაცვას ითხოვს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ერთობლივი ძალისხმევით შეაჩერონ სისხლისღვრა სირიაში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ბან კი მუნმა 18-თვიან კონფლიქტს „გლობალური მასშტაბის რეგიონული კატასტროფა“ უწოდა. გაცილებით უფრო მკაცრი იყო აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც სირიელ ხალხს დახმარება აღუთქვა „საკუთარი ხალხისათვის სასაკლაოს მომწყობი დიქტატორის“ გადაყენებაში. კონკრეტულ დახმარებაზე ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც. „რამდენიმე თვისა თუ კვირის წინ არსებული ვითარებისაგან განსხვავებით, სირიაში ამჟამად არსებობს რამდენიმე რაიონი, რომელსაც აკონტროლებენ ოპოზიციის ძალები, ანდა რომლებიც ხელისუფლებამ უბრალოდ მიატოვა. ჩვენთვის ცნობილია ამ რაიონებში არსებული ვითარება და ჩვენ უნდა დავიწყოთ მათი დაცვა“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG