Accessibility links

logo-print

სირიაში ირანელი ჟურნალისტი მოკლეს


დამასკში მომხდარი სროლის შედეგად ირანში არსებული ერთ-ერთი ინგლისურენოვანი ტელეკომპანიის ჟურნალისტი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მაია ნასერის დაღუპვა დაემთხვა ორ დიდი აფეთქებას დამასკის ცენტრში მდებარე უმაიადის ბულვარში, რომლის გარშემოც რამდენიმე სამთავრობო ოფისი და არმიის გენერალური შტაბია განლაგებული. სირიის ხელისუფლება უარყოფდა 26 სექტემბერს მომხდარი აფეთქების დროს ადამიანების დაღუპვის ფაქტებს. სირიის ცენტრში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პარტიზანულმა თავისუფალი სირიის არმიამ იკისრა.
XS
SM
MD
LG