Accessibility links

ათენში დაიწყო 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა


საბერძნეთში დაიწყო საყოველთაო 24-საათიანი გაფიცვა, რომელიც ერთ-ერთი ბოლო საპროტესტო აქციაა მთავრობის მიერ დაგეგმილი მომჭირნეობის პროგრამის წინააღმდეგ. პარალელურად ათენის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობს 20 ათასამდე ადამიანი. წესრიგის დასაცავად მობილიზებულია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. ქვეყნის ორი უმსხვილესი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვის შედეგად გადაიდო ბევრი საავიაციო, საზღვაო და სარკინიგზო რეისი, მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე საავადმყოფომ და სკოლამ. მთავრობის მიერ შემუშავებული მომჭირნეობის ახალი პროგრამა არის წინაპირობა საიმისოდ, რათა საბერძნეთმა ევროპის საფინანსო სტრუქტურებისაგან ფინანსური დახმარების ახალი ტრანში მიიღოს. მიუხედავად 230-მილიარდევროიანი დახმარების პაკეტისა, საბერძნეთში სარეკორდო მაჩვენებელს აღწევს უმუშევრობა, რის გამოც ქვეყნის ბევრი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG