Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ


საბერძნეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებსა და აალებად ყუმბარებს ისროდნენ ათენში გამართულ გამოსვლაზე. საბერძნეთის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში მომჭირნეობის ახალი, მკაცრი ზომების გასაპროტესტებლად. როგორც იუწყებიან, 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა მსვლელობაში პარლამენტისაკენ, საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულთა 24-საათიანი გაფიცვის ფონზე. ათასობით პოლიციელი იყო განთავსებული დემონსტრაციების ძალადობაში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად. მომჭირნეობის ახალი ზომების გატარება არის პირობა საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის მისაწოდებლად. საბერძნეთს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს დახმარება სჭირდება დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. დიდ დავალიანებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად, ათენს, 2010 წლის მაისიდან მოყოლებული, 230 მილიარდი ევრო აქვს მიღებული საერთაშორისო ფინანსური დახმარების სახით.
XS
SM
MD
LG