Accessibility links

ირანის პრეზიდენტი "დაშინებაში" ადანაშაულებს დასავლეთს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ოთხშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, ბირთვულ „დაშინებაში“ დაადანაშაულა დასავლეთი. მის გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადეს შეერთებული შტატებისა და ისრაელის წარმომადგენლებმა. ეს იყო აჰმადინეჟადის ბოლო გამოსვლა გაეროში, მომავალ წელს პრეზიდენტის პოსტთან გამოთხოვებამდე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ნიუ-იორკში გაეროს შენობასთან ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. სამშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და განაცხადა, რომ „დრო არ არის შეუზღუდავი“ ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული კრიზისის დიპლომატიის გზით მოსაგვარებლად. ობამას განმარტებით, აშშ პატივს სცემს ქვეყნების უფლებას, მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოიყენონ ბირთვული ენერგია, მაგრამ ბირთვული იარაღის მქონე ირანი, ობამას განცხადებით, განადგურების საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელს და დაემუქრებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებას, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას.
XS
SM
MD
LG