Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ოპოზიციონერი კოვალენკო გაათავისუფლეს


ბელორუსიის მოგილევსკის კოლონიიდან გაათავისუფლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი კოვალენკო. მანამდე, ზაფხულში, ცნობილი გახდა, რომ კოვალენკომ, რომელსაც უფლებადამცველები პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ, ალექსანდრ ლუკაშენკოს სახელზე შეწყალების თხოვნა დაწერა. 37 წლის კოვალენკოს ორწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი პირობითი სასჯელის რეჟიმის დაუცველობის გამო. პირობითი სასჯელი კი მან ვიტებსკის საახალწლო ნაძვის ხეზე ეროვნული დროშის გაშლისათვის მიიღო.
XS
SM
MD
LG