Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში ნაწილობრივ გააუქმეს აკრძალვა ძლიერი ალკოჰოლის გაყიდვაზე


ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა პეტრ ნეჩასმა გამოაცხადა, რომ აკრძალვა ძლიერი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე ნაწილობრივ გაუქმებულია. ამიერიდან ძლიერი ალკჰოლური სასმელების გაყიდვა დასაშვებია, გარდა იმ სასმელებისა, რომლებიც 2012 წელსაა დამზადებული. წელს დამზადებული სასმელების გაყიდვა კი დამატებითი შემოწმებისა და მარკირების შემდეგაა შესაძლებელი. აკრძალვის ნაწილობირივ გაუქმება, პრემიერ-მინისტრის თქმით, დაკავშირებულია გაყალბებული ალკოჰოლის პარტიის აღმოჩენასთან, რომელიც მეთანოლს შეიცავდა. ჩეხეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ალკოჰოლის მიღების შემდეგ მოწამვლით 26 ადამიანი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG