Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალტერნატიული ნობელის პრემია მიენიჭათ ადამიანის უფლებებისა და გარემოს დამცველებს


დღეს დასახელდნენ „ალტერნატიულ ნობელის პრემიად“ წოდებული „მართებული ცხოვრების ფონდის“ ჯილდოს ლაურეატები. ესენი არიან ამერიკელი პოლიტოლოგი ჯინ შარპი, ავღანელი უფლებადამცველი სიმა სიმარი და ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „კამპანია იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ“. 84 წლის ჯინ შარპი არის ავტორი წიგნისა სათაურით „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“, რომელშიც ასახულია არაძალადობრივი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები. 54 წლის ავღანელ სიმა სიმარს ჯილდო მიენიჭა ადამიანის უფლებების, უწინარეს ყოვლისა ქალთა უფლებებისათვის ხანგრძლივი და გაბედული ბრძოლისათვის. ხოლო „მართებული ცხოვრების ფონდის“ საპატიო პრემიის ლაურეატად დასახელდა გარემოს დამცველი თურქი აქტივისტი, 90 წლის ჰაირეტინ კარაჩა. „მართებული ცხოვრების ფონდი“ 1980 წელს დააარსა შვედმა ქველმოქმედმა, იაკობ ფონ იუქსკიულმა - მისი მიზანი იყო იმ ადამიანების დამსახურების აღიარება, რომლებსაც, იუქსკიულის აზრით, უგულებელყოფდა ნობელის ფონდი. ალტერნატიული ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გაინაწილებენ ფულად ჯილდოს, რომელიც 150 000 ევროს მოიცავს.
XS
SM
MD
LG