Accessibility links

logo-print

გაეროს ვარაუდით, წლის ბოლომდე 700 ათასს მიაღწევს სირიიდან ლტოლვილების რიცხვი


გაეროს ვარაუდით, მიმდინარე წლის ბოლომდე 700 ათასს მიაღწევს სირიიდან ლტოლვილების რიცხვი. ლტოლვილთა საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის დღევანდელი განცხადებით, სირიიდან კონფლიქტის გამო გაქცეულმა 294 000-მდე ადამიანმა უკვე გადაკვეთა ოთხი მეზობელი ქვეყნის - იორდანიის, ერაყის, ლიბანისა და თურქეთის საღზვრები. სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ გაეროსთვის "დრო იწურება" კრიზისთან ეფექტიანად გასამკლავებლად. უფლებადამცველების მონაცემებით, 30 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული შარშან მარტში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG