Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კიდევ ოთხი პირი დააკავეს პატიმართა წამებაში ბრალდების საფუძველზე


საქართველოში კიდევ ოთხი პირი დააკავეს პატიმართა წამებაში ბრალდების საფუძველზე. როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა, დაკავებული პირები ბარლდებული არიან ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, მათ შორის გაუპატიურებაში. დაკავებულებს შორის არის ქუთაისის საპყრობილის დირექტორი. შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 16 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამას გარდა, დაუსწრებლად წარედგინა ძალადობაში თანამონაწილეობის ბრალდება ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც უცხოეთში ყოფნისას გაავრცელა საქართველოში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა. ცნობების თანახმად, მასზე ძებნა გამოცხადდა. ბედუკაძის მონაცემები „ინტერპოლს“ გადაეცა.
XS
SM
MD
LG