Accessibility links

logo-print

„ჰიუმან რაითს უოჩი“ აკრიტიკებს საქართველოში ადმინისტრაციული დაკავების წესის ბოროტად გამოყენებას


უფლებადამცველ ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" შეფასებით, პოლიტიკური აქტივისტებისა და მომიტინგეების მიმართ ადმინისტრაციული დაკავების წესის ბოროტად გამოყენებით საქართველო არღვევს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას, არ დაუშვას თვითნებური დაკავების შემთხვევები. ეს შეაფსება გამოთქმულია განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს გაავრცელა ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ. "ჰიუმან რაითს უოჩის" ექსპერტი, უფროსი მკვლევარი ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გიორგი გოგია აცხადებს, რომ "მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები თითოეული დაკავებულის საპროცესო უფლებების დასაცავად“. "ჰიუმან რაითს უოჩის" განცხადებაში საუბარია პატიმართა წამების შემთხვევებზე და მათ გამოშკარავებასთან დაკავშირებულ სკანდალზეც.
XS
SM
MD
LG