Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრა ევროკომისარ შტეფან ფიულეს


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, ის ტელეფონით ესაუბრა ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულეს. ივანიშვილმა დღეს თბილისში უთხრა ჟურნალისტებს, რომ საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რომ ფიულემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, ყველა ზომას მიმართონ, რათა უზრუნველყონ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდად ჩატარება.
XS
SM
MD
LG