Accessibility links

logo-print

ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერი გამოვიდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ გაეროს გენერალური ასამბლეაზე დღეს გამოსვლა გამოიყენა იმისთვის, რომ ხაზი გაესვა, როგორც მან უწოდა, იმ „წითელი ზოლის“ განსაზღვრის საჭიროებისთვის, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ირანი უნდა მოელოდეს თავდასხამას მისი ბირთვული იარაღის პროგრამის გამო. მან გამოიყენა თვალსაჩინო მასალა და განმარტა, რომ ბირთვული იარაღის შექმნისთვის ურანის გამდიდრების სამი საფეხური არსებობს. მისი თქმით, ირანი ახლა მეორე საფეხურზეა. ნეტანიაჰუმ „წითელი ზოლი“ გაავლო ამ მეორე საფეხურის ბოლოს და ახსნა, რომ 2013 წლის ბოლოსთვის ირანს ექნება საკმარისად გამდიდრებული ურანი, რათა მიადგეს ბირთვული იარაღის შექმნის ფაზას. ნეტანიაჰუმ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაუგზავნოს ირანს ცხადი სიგნალი, რომ „წითელი ზოლს“ კი არ მივყავართ ომისკენ, არამედ რომ წითელი ზოლი ომს თავიდან აგვაცილებს.
XS
SM
MD
LG