Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი: ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელს „თავს დაესხნენ“ ნიუ იორკში


ირანმა ხუთშაბათს „ტერორისტულ სექტას“ დასდო ბრალი ირანის მაღალი რანგის დიპლომატზე თავდასხმის გამო. თეირანმა გააკრიტიკა ვაშინტონი, რომ აპირებს ამოიღოს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ორგანიზაცია „მუჯაჰადან ე ხალხი.“ ნიუ იორკის პოლიციის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რამინ მეჰმანფარასთი სიტყვიერად შეურაცხვეს და ხელი კრეს ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა. ინციდენტი მოხდა ოთხშაბათს, გაეროს შტაბბინასთან, ნიუ იორკში, როცა ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, სიტყვით გამოდიოდა გენერალურ ასამბლეაზე. ირანის მისიის თანახმად, მეჰმანფარასთის „მუჯაჰადან ე ხალხის“ წევრები დაესხნენ თავს.
XS
SM
MD
LG