Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი დიპლომატი პასუხობს ისრაელის პრემიერ-მინისტრს


გაეროში ირანის ელჩის მოადგილემ ეშაღ ჰაბიბმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ირანი ”საკმარისად ძლიერია, რომ თავის დაცვა მოახერხოს და აქვს სრული უფლება ნებისმიერ თავდასხმას სრული ძალით უპასუხოს”. ეს იყო პასუხი ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანისთვის უნდა გაივლოს ”მკაფიო წითელი ხაზი”, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც ირანი უნდა მოელოდეს, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდება ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ირანელმა დიპლომატმა ”უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებები” უწოდა ნეთანიაჰუს განცხადებას და განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ”მხოლოდ მშვიდობიანია”. ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ”წითელ ხაზებს არ მივყავართ ომისკენ, არამედ ისინი თავიდან გვაცილებს მას”.
XS
SM
MD
LG