Accessibility links

logo-print

ანტიისლამისტურ ფილმთან დაკავშირებული პირი დააკავეს


აშშ-ის შტატ კალიფორნიაში ხუთშაბათს დააკავეს ნაკულა ბასელი ნაკულა, რომელიც ითვლება გახმაურებული ანტიისლამისტური ვიდეო ფილმის ერთ-ერთ შემქმნელად ითვლება. სასამართლომ უნდა დაადგინოს ხომ არ დაარღვია მან ფილმზე მუშაობის პერიოდში მის მიმართ 2011 წლიდან, მისი ციხიდან გათავისუფლების დღიდან დაწესებული აკრძალვა. ნაკულას ბრალად ედებოდა თაღლითობა საბანკო ოპერაციების წარმოებისას. მას აეკრძალა ინტერნეტით სარგებლობა და მეტსახელის გამოყენება საზედამხედველო უწყების ნებართვის გარეშე. ნაკულა წარმოშობით ეგვიპტელი კოპტია და ის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტით გავრცელდა ფილმი ”მუსულმანთა უმანკოება”.
XS
SM
MD
LG