Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პოლიციამ აღადგინა კონტროლი თიქრითის ციხეზე


ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თიქრითში, სულ ცოტა, 10 პოლიციელი და ხუთი პატიმარი დაიღუპნენ ციხეში შეტაკების შედეგად. წუხელ მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს ციხეზე, რომელიც მოგვიანებით ისევ აიღო პოლიციამ. დაპირისპირების დროს გაქცევა შეძლო, სულ ცოტა, 81-მა პატიმარმა. თიქრითში ძალადობის ფონია ალ-ყაიდის წარმომადგენელი ჯგუფის, „ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ განცხადება, რომ იწყებს „ახალ სამხედრო კამპანიას ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად“. ისლამისტი ექსტრემისტების ინტერნეტფორუმებზე გავრცელებულია ცნობა, რომ ორგანიზაცია იწყებს იერიშებს მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ და შეეცდება, დაეხმაროს პატიმრებს ციხეებიდან გაქცევაში.
XS
SM
MD
LG