Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის მმართველი პარტიიდან გარიცხეს მისი ერთ-ერთი გავლენიანი წევრი


ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს მისი ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, ბო სილაი, რომელსაც ახლა გასამართლება მოელის. ოფიციალური მედიის ცნობით, მას წაუყენებენ კორუფციის, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობისა და რამდენიმე ქალთან „შეუფერებელი ურთიერთობის“ ბრალდებებს. ბო სილაი იყო კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ჩონკინში და პოლიტიბიუროს წევრი. მისი პოზიცია შეირყა ნოემბერში ჩინეთში ბრიტანელი ბიზნესმენის, ნილ ჰეივუდის მკვლელობის შემდეგ. მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს ბო სილაის მეუღლე. დღესვე ჩინეთში გამოცხადდა, რომ 8 ნოემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა, რომელზეც აირჩევენ ახალ ლიდერებს. მოსალოდნელია, რომ პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან 10-წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგება ჰუ ძინტაო და მას შეცვლის სი ძინპინი.
XS
SM
MD
LG