Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გმობს სირიას


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გმობს სირიის მთავრობის ჯარების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას. ამასთან, რეზოლუცია ექვსი თვით უგრძელებს მანდატს საბჭოს მიერ სირიაში სამხედრო დანაშაულების გამოძიებას. ჟენევაში დაფუძნებულ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რომელიც 47 ქვეყნის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რეზოლუციას მიემხრო საბჭოს 41 წევრი, წინააღმდეგი იყვნენ რუსეთის, ჩინეთისა და კუბის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG