Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი სამეგრელოში ეცნობა წინასაარჩევნო ვითარებას


საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი არჩევნებზე აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირებლის სტატუსით წინასაარჩევნო ვითარებასა და მედიაგარემოს სამეგრელოს რეგიონში ეცნობა. საელჩოს განცხადებით, შეხვედრებისას ნორლანდი თხოვს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, მათი მოქმედებებით და რიტორიკით ხელი შეუწყონ სიმშვიდეს არჩევნების დღეს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა მუქარისგან თავისუფალ გარემოში შეძლონ. "შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ევრატლანტიკურ მისწრაფებებს”, - ნათქვამია განცხადებაში. საელჩო კვლავ აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს არამედ დემოკრატიულ პროცესს და საქართველოს მონდომებას, შექმნას დემოკრატიული ინსტიტუტები. რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში უკვე შეხვდა ახალი მემარჯვენეების და ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მანანა ნაჭყებიას და ირაკლი ალასანიას.
XS
SM
MD
LG