Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: ჩოქბჯენიდან გამოსავალი არსებობს და ეს არის მოწინააღმდეგეების ბეჭებზე დადება


”ჩვენი ქვეყნის საგარეო მტერს ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე ჩოქბჯენში ჩაგვაყენებდა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დედოფლისწყაროში, ახალი დასასვენებელი კომპლექსის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, ”ამ ხალხს ცოტა ადრე მოუვიდა," რადგან ხელისუფლებამ დაიწყო კვლევა და გაარკვია კიდეც ყველაფერი. "ჩოქბჯენიდან გამოსავალი არსებობს და ეს არის მოწინააღმდეგეების ბეჭებზე დადება და ამ დღეებში ზუსტად ეს მოხდება”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საუბრობს არა პოლიტიკურ ოპონენტებზე, არამედ უმუშევრობის, გაჭირვების და უპერსპექტივობის ბეჭებზე დადებასა და ხალხისთვის მეტ სარგებელზე.
XS
SM
MD
LG