Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ სურმავას სახელით დღეს ”იუტუბით” გავრცელდა კიდევ რამდენიმე აუდიოჩანაწერი


კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის დაცვის წევრის ბესიკ სურმავას სახელით, დღეს ”იუტუბით” გავრცელდა კიდევ რამდენიმე აუდიოჩანაწერი. მათი სათაურებია: "კუსიანი და სანდრო ბრეგაძე კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ," "ირაკლი ღარიბაშვილი და ზურა ბიგვავა მაია ფანჯიკიძის შესახებ," "გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მე-9 არხის კონტროლის შესახებ და "ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე ქართული ოცნების შესახებ." მსგავსი აუდიოჩანაწერების გავრცელების დაწყებას 27 სექტემბერს წინ უძღოდა ბესიკ სურმავას ვიდეომიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ კოალიციის წევრების სატელეფონო საუბრებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იწერდა.
XS
SM
MD
LG