Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა მოგვარდეს სტრატეგიის შეცვლის ხარჯზე


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პარასკევს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება არ უნდა მოხდეს საქართველოს სტრატეგიის შეცვლის ხარჯზე. „არ შევიცვლით ჩვენს სტრატეგიას. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს დიდი ვალდებულება იმისა, რომ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები. ჩვენ არავინ არ შეგვიცვლის ჩვენს მეზობელს. ესეც ჩვენი ბედია - ჩვენი ყველაზე დიდი და ძლიერი მეზობელი. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მე მგონია, რომ ეს არაა შეუძლებელი, რომ პარალელურად რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები, მაგრამ არა სტრატეგიის შეცვლის ხარჯზე, არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ამის ხარჯზე არ მოხდება არავისთან ურთიერთობების დალაგება და გაღრმავება“, - განაცხადა ივანიშვილმა. პრესკონფრენეიცზაე მან პირობა დადო ასევე, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში.
XS
SM
MD
LG