Accessibility links

რუსეთის პარლამენტმა სიტყვით გამოსვლის უფლება შეუჩერა ოპოზიციონერ დეპუტატს


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სიტყვით გამოსვლის უფლება შეუჩერა ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ დეპუტატ ილია პონომარიოვს. მას ერთი თვით - 16 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე ეკრძალება პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლა. პარლამენტარებს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ურჩია სახელმწიფო სათათბიროს ეთიკის კომისიამ საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე პონომარიოვის გამოსვლის გამო. ამ სხდომაზე მან „თაღლითები და ქურდები“ უწოდა პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლებს - ანუ, გაიმეორა შეფასება, რომელსაც ოპოზიციის აქტივისტი ალექსეი ნავალნი იყენებს ხოლმე ვლადიმირ პუტინის პარტიის კრიტიკისას. ორი კვირის წინ სახელმწიფო სათათბიროდან გარიცხეს პონომარიოვის თანაპარტიელი, გენადი გუდკოვი, პარლამენტარისათვის დაუშვებელ ბიზნესსაქმიანობაში ბრალდების საფუძველზე. გუდკოვი და პონომარიოვი მიეკუთვნებიან სულ რამდენიმე პარლამენტარს, ვინც მხარი აუბა რუსეთში ბოლო თვეებში გახშირებულ საპროტესტო გამოსვლებს პრეზიდენტ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG