Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელი შეფასება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, 2012 წლის 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელი შეფასება. ამ დოკუმენტში, სხვათა შორის, წერია, რომ „წინასაარჩევნო პერიოდი გამორჩეული იყო მაღალი პოლიტიკური კონკურენციით, დაძაბული ატმოსფეროთი და მრავალრიცხოვანი დარღვევებით. სამწუხაროდ, ამ პერიოდში საზოგადოება მოკლებული იყო საარჩევნო პროგრამების განხილვაზე ორიენტირებულ კამპანიას და თემატურ პოლიტიკურ დებატებს. აღნიშნულის ნაცვლად, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უხვი კომპრომატებით დაპირისპირების, მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე“. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებაში მოყვანილია საარჩევნო პროცესებში გამოკვეთილი დარღვევები, ძირითადი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები.
XS
SM
MD
LG