Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალელმა მეამბოხეებმა თავიანი ბოლო სიმაგრე დატოვეს


სომალელმა მეამბოხეებმა, „ჯამაათ აშ-შაბაბმა“ , რომლებიც მიიჩნევიან ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ძალად, დატოვეს სანავსადგურო ქალაქი, კისმაიო, მათი უკანასკნელი სიმაგრე. ჯგუფის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ეს ტაქტიკური სვლაა. სომალიში განთავსებულმა, აფრიკის კავშირის ძალებმა, გუშინ დაიწყეს იერიში კისმაიოზე. ეს ქალაქი მეამბოხეთა მომარაგების ცენტრად ითვლებოდა მას მერე, რაც მათ მარცხი განიცადეს სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ასევე სხვა ქალაქებში.
XS
SM
MD
LG