Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი: სირიელ მეამბოხეთა მხარდაჭერა ამ ქვეყნის შიგნით განხეთქილებას აღრმავებს


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც სირიის ოპოზიციურ ძალებს უჭერენ მხარს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებისთვის ბრძოლაში. ამით, თქვა ლავროვმა, სირია უფრო ღრმად ვარდება შიდა განხეთქილებაში. ლავროვის თანახმად, სირიაში ძალადობა უნდა დასრულდეს მრავალმხრივი ცეხლის შეწყვეტით, ტყdეების განთავისუფლებით და ჰუმანიტარული დახმარების გზით. ჩვენ შევქმნით ვითარებას, რათა დავიწყოთ შიდა-სირიული დიალოგი, განაცხადა ლავროვმა ნიუ იორკში.
XS
SM
MD
LG