Accessibility links

logo-print

კლინტონი: ირანი მთელი ძალით ცდილობს სირიის რეჟიმის გადარჩენას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი თვლის, რომ ირანი მთელი ძალით ცდილობს გადაარჩინოს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი. არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივან ნაბილ ელარაბისთან შეხვედრის შემდეგ, კლინტონმა აღნიშნა: "მოდით ვიყოთ გულწრფელი, სირიის რეჟიმს მთავარ მხარდაჭერას უწევს ირანი. გასულ კვირაში, ირანის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, საჯაროდ აღიარა, რომ სირიაში მოქმედებენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა რაზმის წევრები. ეჭვი არაა, რომ ირანი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას თავის მოკავშირეები და ხელქვეითები დამასკში", განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG