Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის აპარატი ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დასადგენად შსს-ს მიმართავს


სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დასადგენად წინადადებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადებას ავრცელებს, იუწყება სააგენტო ინტერპრესნიუსი. განცხადების თანახმად, 27 სექტემბრიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომლის, ბესო სურვამას მიერ ინტერნეტ სივრცეში ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, ბესო სურმავას ოჯახის განმარტებით, მისი ადგილსამყოფელის შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებით, დაუყოვნებლივ გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, აღნიშნული ფაქტის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, საქმესთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდებოდეს.
XS
SM
MD
LG