Accessibility links

logo-print

აშშ-მა ირანელ მეამბოხეთა ჯგუფი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო


აშშ-მა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო“მუჯაჰედინ ე ხალხი“, ირანელ მეამბოხეთა ჯგუფი, რომელიც ემიგრაციაში მოქმედებს. გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციამ საჯაროდ დაგმო ძალადობა, უკვე ათ წელიწადზე მეტი ხანია, რაც ამ ჯგუფს არ მოუწყვია დადასტურებული ტერორისტული აქტი, და რომ ითანამშრომლა ერაყში თავისი გასამხედროებული ბაზის დახურვის საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ჯგუფის წევრების მიმართ, ჯგუფის შიგნითვე, უხეში მოპყრობის გამო. ორგანიზაციის წევრები, ერაყ-ირანის ომის დროს, 1980-88 წლებში, ირანის წინააღმდეგ, ერაყის, მისი ლიდერის, სადამ ჰუსეინის მხარეს იბრძოდნენ. ორგანიზაცია ირანის სასულიერო რეჟიმს ეწინააღმდეგება. ჯგუფი 1997 წლის შემდეგ აშშ-ის შავ სიაში იყო.
XS
SM
MD
LG