Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი გადადგა მასზე მოწყობილი ყალბი თავდასხმის შემდეგ


ჩეხეთის პრეზიდენტის, ვაცლავ კლაუსის დაცვის უფროსი, ირჟი სკლენკა გადაგა მას მერე რაც კლაუსზე განხორციელდა პაროდირებული თავდასხმა სათამაშო პლასტმასის პისტოლეთით, რომელიც პლასტმასის პატარა ბურთულებს ისვრის. სკლენკამ იკისრა პასუხიმგებლობა დაცვაში დაშვებულ შეცდომაზე ქალაქ ხრასტავაში. უცნობმა პირმა მოახერხა კლაუსთან ახლოს მისვლა და მიბჯენით რამდენჯერმე ესროლა კლაუსს, შემდეგ მშვიდად გაშორდა იქაურობას და მედიის წარმომადგენლებს უამბობდა, რატომ გააკეთა ეს, სანამ პოლიცია არ დააკავებდა. კლაუსს არაფერი დაშავებია.
XS
SM
MD
LG