Accessibility links

logo-print

რომის პაპის ყოფილი კამერდინერის სასამართლო გადაიდო


შაბთას, სასამარლომ ვატიკანში გადადო პროცესი, რომელზეც განიხილება პაოლო გაბრიელეს, რომის პაპის ყოფილი კამერდინერის საქმე. მას დოკუმენტების მოპარვა ედება ბრალად. პროცესი 2 ოქტომბერს განახლდება. ბრალდების თანახმად, გაბრიელემ გაიტაცა და იტალიელ ჟურნალისტს გადასცა პაპის მიმოწერის ნაწილი. თვითონ გაბრიელემ განაცხადა, რომ სურდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა კორუპციაზე კათოლიკურ ეკლესიაში, რაზეც, მისი თქმით, რომის პაპი, ბენედიქტე მე-16 არაა ინფორმირებული. მასთან ერთად საქმეში სხვა პირიც გადის.
XS
SM
MD
LG