Accessibility links

ბანგლადეშში ასობით მუსულმანი დაესხა თავს ოთხ ბუდისტურ ტაძარს და თხუთმეტამდე სახლს


ბანგლადეშის სამხრეთში ასობით მუსულმანი დაესხა თავს ოთხ ბუდისტურ ტაძარს და თხუთმეტამდე სახლს, რომლებშიც ბუდისტები ცხოვრობენ. როგორც როიტერსი იტყობინება, ტაძრებიც და სახლებიც გადაწვეს. კოკს-ბაზარის რაიონის ბუდისტური თემის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ცეცხლი გააჩინეს უცნობმა პირებმა, რათა ჩაშალონ მუსულმანებსა და ბუდისტებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები. შეტაკებები დაიწყო შაბათს საღამოს, როცა მუსულმანები გავიდნენ ქუჩებში ფეისბუკში, მათი აზრით, ისლამის შეურაცხმყოფელი ფოტოების გავრცელების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. აქციის მონაწილეთა აზრით, ფოტოები სოციალურ ქსელში ბუდისტმა განათავსა, ამიტომ განრისხებული ბრბო გაემართა სოფლისკენ, სადაც ბუდისტები ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG