Accessibility links

logo-print

კვირას ერაყში აფეთქებების სერიის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა


კვირას ერაყში აფეთქებების სერიის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ პოლიციისა და სამედიცინო წრეებიდან იტყობინებიან. ერთ-ერთი ტერაქტი მოხდა ქალაქ ტაჯში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 20 კილომეტრში. იქ სამი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა 8 და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებები მოხდა ასევე ბაყუბაში, თავად ბაღდადსა და ქალაქ ალ-ყუტში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG