Accessibility links

სირიის ქალაქ ალეპოში სამხედროებმა ახალი მასირებული ცეცხლი გაუხსნეს მეამბოხეებს


სირიის ქალაქ ალეპოში, სადაც გრძელდება შეტაკებები მთავრობისა და მეამბოხეთა ჯარებს შორის, კვირას სამხედროებმა ახალი მასირებული ცეცხლი გაუხსნეს პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა პოზიციებს. ალეპოს ცენტრში პარასკევს დაწყებულმა ხანძარმა კვირას გაანადგურა შუა საუკუნეების დროინდელი დახურული ბაზარი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ადგილობრივი აქტივისტების თანახმად, დაიწვა შვიდასამდე ძველი შენობა. ადამიანის უფლებების დამცველთა ცნობით, შაბათს ქვეყანაში მოკლულ იქნა 118 ადამიანი, მათ შორის 50 - სამოქალაქო პირი იყო.
XS
SM
MD
LG