Accessibility links

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დანაშაულის მონანიებისკენ მოუწოდა „პუსი რაიოტის“ წევრებს


რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კვირას დანაშაულის მონანიებისკენ მოუწოდა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებულ სამ წევრს. ეკლესიის თანახმად, ეს შეიძლება დაეხმაროს მათ საკასაციო სასამართლოს მიერ განაჩენის შემსუბუქებაში. ეკლესია აცხადებს, რომ თუკი დაპატიმრებული სამი ქალი განაცხადებს, რომ ინანიებენ და წუხან, მათი სიტყვები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ამავე დროს ეკლესიამ გაიმეორა, რომ პანკ-ჯგუფის მოქმედებამ შეურაცხყოფა მიაყენა მორწმუნეებს და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. „პუსი რაიოტის“ სამი წევრი ქალი ხულიგნობისა და რელიგიური სიძულვილის გაღვივების ბრალდებით დააპატიმრეს მას მერე, რაც მათ მიმდინარე წლის თებერვალში მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შეასრულეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიმართული სიმღერა.
XS
SM
MD
LG