Accessibility links

ბლატერი: რუსეთი ერთი წლით უსწრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების კალენდარს


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთი ერთი წლით უსწრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების კალენდარს. ეს განცხადება მან მოსკოვში გააკეთა რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ერთი დღით ადრე კი ცნობილი გახდა რუსეთის ის 11 ქალაქი, სადაც ფიფას ტურნირი გაიმართება. მუტკომ, რომელიც ამავე დროს მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა, თქვა, რომ ტურნირის მომზადების სავარაუდო ხარჯები შეადგენს დაახლოებით 600 მილიარდ რუბლს, ანუ 19,23 მილიარდ დოლარს. მისი სიტყვებით, ამ თანხის ნახევარი კერძო ინვესტიციებზე მოდის, ნახევარს კი ფედერალური და რეგიონული ბიუჯეტიდან დაფარავენ. ფიფამ 2010 წლის დეკემბერში მიიღო 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უფლების რუსეთისთვის მინიჭების გადაწყვეტილება, რამაც ფართო კრიტიკა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG